saqarTvelos mRvimeebi - Taro klde

 

ზედა პალეოლითის ადრინდელი საფეხურის კლდოვანი ეხი. ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუქრუთში. 1917 წელს აღმოაჩინა და მცირე ძიება ჩაატარა ს. კრუკოვსკიმ. მასალა პირველად შეისწავლა ს. ზამიატნინმა. ნაპოვნია ქვის მრავალნაირი იარაღი (ნუკლეუსები, მასიურ ანატკეცებზე ნაკეთები საჭრისები, საფხეკები, ზურგდაბლაგვებული და რეტუშირებული მიკროლითური ფირფიტები, მუსტიეს ხანის წვეტანები, ორმხრივ დამუშავებული იარაღი და ანატკეცები), აგრეთვე ძვლის იარაღის 2 ნატეხი. მასალა დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.